miserable life

ალბათ ყველას გაქვთ ოცნება რისი ახდენაც ყველას სურს მაგრამ, ბევრს ეს არ გამოსდის სხვდასხვა მიზეზების გამო. ზოგჯერ ეს იმიტომ ხდება რომ დროის მიმოსვლასთან ერთად მასში ვიკარგებით და წინ ვეღარ მივდივართ ან კიდევ იმიტომ რომ საკმარისი გამბედაობა არ შეგვწევს მათ ასახდენათ ანდა ყველა უარესი ოცნება არ გვაქვს და უბრალოდ ცხოვრება საითაც წაგვიყვანს იქით მივდივართ. ჩემს შემთვევაში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო, მე მქონდა ოცნება რომლის ასახდენადაც ყველაფერს ვაკეთებდი მარა როგორც ჩას მხოლოდ მონდომება არ ყოფილა საკმარისი

2 წლის წინ.

-ჯიმინ ადექი!-დამიძახა დედამ სამზარეულოდან

-ხო დედა კიდევ 10 წუთიც, გთხოვ..- წავიბურღუნე ძილში

-ადექი შე ძილის გუდავ. თითქმის 9 საათია სკოლაში დაგაგვიანდება! აბა დროზე!-ისევ დაიძახა დედამ

-კარგი..კარგი.. ვდგები ვდგები -ძლის ავდექი და გავლასლასდი აბაზანაში შხაპის მისაღებად . 10 წუთის შემდეგ გამოვედი აბაზანიდან, სწრაფად ჩავიცვი და ჩავედი სამზარეულში საუზმისთვის.

-ჯიმინ! როგორც იქნა ადექი ჩემო ბიჭო. მოდი დროზე ისაუზმე, ხედავ შენი საყვარელი ომლეტი შევწვი.

-მადლობა დე- გავუღიმე და ჩემს საყვარელ საუზმეს შევექეცი

-ჯიმინ ხომ იცი არ უნდა დავიგვიანოთ დღეს შენი ბოლო დღეა სკოლაში, ამიტომ დროზე უნდა გავიდეთ სახლიდან-მითხრა დედამ გაღიმებული სახით

-მამაც მოდის?-ვიკითხე სხვათაშორის

-კი საყვარელო,  გამოსაშვები დღე აიღო სამსახურიდან ამიტომ მთელი ოჯახი ვიქნებით სკოლის დამთავრების ცერემონიაზე

-მართლა? მაგარია როგორც იქნა მამაც ჩვენთან ერთად იქნება-გავიღიმე და უფრო მადიანად შევექეცი საუზმეს. ამ დროს მამაც შემოვიდა და დიდ ღიმილით მომესალმა თან რაღაც დამიდო მაგიდაზე. ეტყობოდა რაღაც საჩუქარი იქნებოდა ამიტომ მადლობა გადავუხადე, ისე რომ არც კი გამიხსნია. უბრალოდ საჩუქრებს რომ ჩუქნდინენ არასდროს მომწონდა.მამაც მიხვდა ამას და უბრალოდ თავი დამიქნია და თავის საუზმეს შეექცა მადიანად

საუზმის შემდე, წავედით სკოლაში და რაღა თქმა უნდა დღესაც როგორც ყოველთვის სკოლა სავსე იყო  სასიზღარი ადამიანებით. როგორც იყო გადავთრიე საკუთარი ფეხები მაქანიდან და შევყევი სკოლაში თავდახრილი ჩემს შობლებს. დღეს როგორც ყოველთვის მოსაწყენი დღეს იქნება ამაში დარწმუნებული ვარ მარა მაინც მედო სახეზე ეს ყალბი ღიმილი.როგოც იქნა დაიწყო ცერემონია. მოსწავლეები მიდიოდნენ და მოდიოდნენ დიპლომებით ხელში. მე  კი  ჩემი რიგის ლოდინში რამის ჩამეძინა.

-ჯიმინ ფოსტერ!- როგორც იქნა ჩემი სახელი. გავიფიქრე გონებაში. მაშინვე ავდექი და მივედი საკუთარი დიპლომის გამოსართმევად. ოხ როგორც არ მიყვრდა ეს მასწავლებლები და როგორც ჩანს არც მათ ვეხატები გულზე.მაგრამ მე ისინი საერთოდ არ მანაღვლებენ. ერთადერთი რაც ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია არიან ჩემი მშობლები და მათი ბედნიერი სახეების დანახვა.

-ჯიმინ! ჩემო ბიჭო მოდი ჩაგეხუტო! – თვალცრებლიანმა დედაჩემმა  ისე მაგრამ ჩამიკრა გულში რომ სუნთქვა გამიჭირდა, მაგრამ ახლა არც ე იყო მნშოვნელოვანი

-გილოცავ  ჩემო ბიჭო!- დიდი ღიმილით ჩამეხუტა მამა

-მადლობა მამა

სკოლის შემდეგ რათქმაუნდა ძალიან სახლში წასვლა და ძილი, მარა დედას წყალობით ამ დღის აღსანიშნავად რესტორანში წავედით და რაც არ უნდა გასაოცარი ყოვილიყოს ამაზე მამაც დაეთანხმა. ამიტომ მე რაღა უნდა გამეკეთებინა იმის გარდა რომ დავთანხმებოდი, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ეს საღამო მართლა დაუვიწყარი იყო, რადგან მას  ჩემს ოჯახთან ერთად ვატარედი.

ღამე იყო როცა წამოვედით რესტორინიდან. მამაჩემმა მანქა წაიყვანა  და დავიძარით სახლისკენ.გზა საკმაოდ დაბურული იყო ამიტომ საკმაოდ ბრთხილად ატარებდა მამაჩემი. რადგან ღამე იყო ამიტომ ცოტა წამთვლიმა. გზაში მესმოდა დედა და მამას მხიარული ლაპარაკი და მეც ვღიმოდი ჩუმათ მათ ხუმრობებზე, მაგრამ მხიარული ტალღა მალევე  შეცვალა დედაჩემის ყვირილმა და უცებ ვიგრძენი რომ ჩვენი მანქანა რაღაც დაეჯახა. თავი ძალიან  დავარტყი ეტყობა რაგდან ბოლო რაც მახსოვს ეს დედაჩემის ძახილი იყო რომელიც მე მეძახა ამის შემდეგ ყველაფერი დაბნელდა.

-გონს ჯერ არ მოსულა?

-არა ექიმო

-პულსი

-სტაბილურია ექიმო

-კარგია, ჯერჯერებით სტაბილურადაა

ვინ არიან? სად ვარ? რატომ არის მთელი ჩემი სხეული დაუძლურებული!? რა ხდება!

-ექიმო მგონი გონს მოდის

ვინ არის? ვისი ხმა?

-გესმით ჩემი?

-ვინ ხარ?- თვალები ნელ-ნელ გავხილე და დავინახე ორი ფიგურა

-ექიმო გონს მოვიდა!-დაიყვირა ერთმა

-თავს როგორ გრძნობთ?-მკითხა მეორემ

-ვინ ხართ? დედაჩემი…. დედაჩემი სად არის!?-ვკითხე მაშინვე როცა გონს მოვედი რა ხდება? რატომ არ მპასუხობენ?

-დედაჩემი? მამჩემი?  კარგად არიან ხომ?- აკანკალებულმა ვკითხე, შემეშინდა ძალიან შემეშინდა პასუხის მოსმენის მაგრამ..სიმართლე მჭირდებოდა

-ძალიან მწუხვართ ….მაგრამ ერთდართი ადამიანი ხართ ვინ ცოცხალი გადარჩა ავტოკატასტროფიდან…ძალიან მწუხვარ

ამ დღეს მოვკვდი მე როგორც ადამიანი… დაიმსხვრა ყველა ჩემი ოცნება რომლის ახდენაც ასე ძლიერ მინდოდა, რადგან ის ადამიანები რომლებიც ჩემთვის ყვლაფერი იყვნენ უკვე არღარ არიან ცოცხლები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: